ოქტომბრიდან რუსეთი ზეთის ექსპორტზე გადასახადს ანულებს. შედეგად, საქართველოში ზეთის ფასი მინიმუმ კიდევ 5%-ით შემცირდება - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ განაცხადა.
კერძოდ, ივა ჭყონიას თქმით, ქართულ ბაზარზე ზეთზე ფასის კლება უკვე თვალშისაცემია. ბოლო პერიოდში, საბაჟო გადასახადის პირობებშიც, პროდუქტი ყოველკვირეულად იაფდებოდა.
ცნობისთვის, საქართველოსთვის ზეთის მთავარ იმპორტიორ ქვეყანაში, რუსეთში ამჟამად ზეთზე საბაჟო გადასახადი ტონაზე 8 621 რუბლს ანუ 148 დოლარს, შროტზე კი 1 578 რუბლს ანუ 27 დოლარს შეადგენს. ოქტომბრიდან კი საბაჟო გადასახადი საექსპორტო ზეთზე განულდება.