აშშ-ის საელჩო ამერიკელებს აფრთხილებს, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი - Palitra News

აშშ-ის საელჩო ამერიკელებს აფრთხილებს, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი

2022-09-28 20:46:12+04:00

მოსკოვში აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, სასწრაფოდ დატოვონ რუსეთი. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მთავრობის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის ფარგლებში, შესაძლოა ორმაგი, რუსეთ-ამერიკის მოქალაქეობის მქონე პირებიც გამოიძახონ.