მოსკოვში აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, სასწრაფოდ დატოვონ რუსეთი. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მთავრობის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის ფარგლებში, შესაძლოა ორმაგი, რუსეთ-ამერიკის მოქალაქეობის მქონე პირებიც გამოიძახონ.