ჩრდილოეთ ოსეთში, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, 28 სექტემბერს დილით შავი მიკროავტობუსი წარწერით „სამხედრო კომისარიატი“ გამოჩნდა. მანამდე რეგიონის შსს-მ გაავრცხელა ინფორმაცია, რომ საგუშაგოსთან ახლოს მობილიზებულ ადგილობრივ მოსახლეობას გამოიძახებენ.