საქართველო-რუსეთის საზღვართან აქციისთვის ემზადებიან - რა ვითარებაა ამ დროისთვის ლარსის გამშვებ პუნქტთან? - Palitra News

საქართველო-რუსეთის საზღვართან აქციისთვის ემზადებიან - რა ვითარებაა ამ დროისთვის ლარსის გამშვებ პუნქტთან?

2022-09-28 15:08:05+04:00

რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი მოქალაქეების გეზი ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტთან გრძელდება. საქართველო-რუსეთის საზღვართან აქციისთვის ემზადებიან. პროტესტი, რუსეთის მოქალაქეების უპრეცედენტო შემოდინებამ განაპირობა - პრობლემები, რისკები და დარღვეული უსაფრთხო გარემო - რაში ხედავენ გამოსავალს პროტესტის მონაწილეები?