შეერთებული შტატები უკრაინისთვის ახალ, 1.1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების იარაღების პაკეტს ამზადებს, - ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პაკეტი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
დახმარება მოიცავს HIMARS-ის სარაკეტო სისტემებს, თანმხლებ საბრძოლო მასალას, დრონების საწინააღმდეგო და სარადარო სისტემებს, სათადარიგო ნაწილებს, ტრენინგსა და ტექნიკურ მხარდაჭერას.
შეერთებულმა შტატებმა უკრაინას რუსეთთან კონფლიქტის ფონზე 15 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია.