წლის ბოლოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სატყეო სამსახურის ახალი ოფისი ექნება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ზუგდიდში მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. მათივე ინფორმაციით, შენობა მაღალი სტანდარტების საჭირო ინვენტარით და ტექნიკით აღიჭურვება და განახლებულ სივრცეში მოქალაქეები ეროვნული სატყეო სააგენტოს ყველა მომსახურებით ისარგებლებენ.
მიმდინარე სამშენებლო პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გაეცნო.