შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულზე მიყენებულ დაზიანებებზე საუბრისას განმარტავს, რომ გრიგოლ ნარსიამ დაზიანებები დაკავების დროს მიიღო. მისი მტკიცებით, ბრალდებულმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ გრიგოლ ნარსიას ჩივილის უფლება გააჩნია. იმ შემთხვევაში თუ ნარსია პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე იჩვლებს საკითხს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და პროკურატურა შეისწავლის.