სახალხო დამცველობის მსურველ კანდიდატთა შეფასების სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა ცნობილია. 9-კაციანი ჯგუფი, რომლის შექმნაზეც ბრძანებას პარლამენტის თავმჯდომარე გამოსცემს, შემდეგი შემადგენლობით ჩამოყალიბდება: - დავით ასათიანი, თამარ ზარანდია, ნათია კუპრაშვილი, ლარისა ლიპარტელიანი, ელენე რუსეც სკაია, არნო სტეპანიანი, ნინო ჩხობაძე, ეკა ციმაკურიძე და ლევან ცუცქირიძე. შეფასების სამუშაო ჯგუფის მიზანი სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველ პირთა შეფასებაა.