საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა კიევში ჩავიდა. მედიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში კატრინ კოლონა თავის კოლეგას, დმიტრო კულებასა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
"დილა მშვიდობისა უკრაინა, კარგია დაბრუნება", - დაწერა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ „ტვიტერზე“.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კოლონა უკვე მესამედ იმყოფება უკრაინის დედაქალაქში.
„რუსეთის ხელისუფლების უპასუხისმგებლო განცხადებებისა და უკრაინის ტერიტორიაზე ყალბი რეფერენდუმის უკანონო ორგანიზების კონტექსტში, მინისტრს სურს გამოხატოს საფრანგეთის სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ და სრული მზადყოფნა, გააძლიეროს უკრაინისა და მისი სუვერენიტეტის მხარდაჭერა და ტერიტორიული მთლიანობა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში