ვახტანგ გომელაური "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელ გრიგოლ ნარსიაზე - დაზიანებები ჰქონდა სახეზე, დაკავებისას მიიღო - კაცს ბომბები და ხელყუმბარები ჰქონდა ასხმული, დააკავეს, არ ემორჩილებოდა და მიიღო დაზიანებები - Palitra News

ვახტანგ გომელაური "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელ გრიგოლ ნარსიაზე - დაზიანებები ჰქონდა სახეზე, დაკავებისას მიიღო - კაცს ბომბები და ხელყუმბარები ჰქონდა ასხმული, დააკავეს, არ ემორჩილებოდა და მიიღო დაზიანებები

2022-09-27 15:25:09+04:00

შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს ბანკის თავდასხმაში ბრალდებულზე მიყენებულ დაზიანებებზე საუბრისას განმარტავს, რომ გრიგოლ ნარსიამ დაზიანებები დაკავების დროს მიიღო. მისი მტკიცებით, ბრალდებულმა პოლიციას წინააღმდეგობდა გაუწია.

ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ გრიგოლ ნარსიას ჩივილის უფლება გააჩნია. იმ შემთხვევაში თუ ნარსია პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე იჩვლებს საკითხს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და პროკურატურა შეისწავლის.