29 წელი სოხუმის დაცემიდან. აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დროშები დაეშვა. სოხუმის დაცემის დღეს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს გაერთიანების მიზნისაკენ გზა მხოლოდ სამშვიდობო პროცესზე, დიალოგზე და თანამშრომლობაზე გადის. განცხადება გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. უწყებაში აღნიშნავენ, რომ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია.