ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ევროკავშირის საბჭოს სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს მიერ ევროპული პერსპექტივის მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პროცესზე და ამ კონტექსტში სამუშაო ჯგუფებისა და კომიტეტების საქმიანობაზე.შეხვედრაზე ასევე, განიხილეს რეგიონში უსაფრთხოების გარემო და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ხაზი გაესვა რეგიონში არსებული საფრთხეების ფონზე ევროკავშირის აქტიური ჩართულობის აუცილებლობას.