რუსულმა ძალებმა დღეს დილით ზაპოროჟიე დაბომბეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიის საკრებულოს ხელმძღვანელზე, ანატოლი კურტევზე დაყრდნობით ავრცელებს.
"მტრის თავდასხმის შედეგად ზაპოროჟიეში ხანძარი გაჩნდა. სამწუხაროდ, არიან დაშავებულები", - წერს კურტევი.
მისივე თქმით, ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებიან.
ცნობისათვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეს დილით რუსებმა ზაპოროჟიეს რამდენიმე რაკეტა ესროლეს, რის შედეგადაც დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.