ევრობასკეტის დასრულების შემდეგ ფიბამ განახლებული მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, სამი პოზიციით წინ აღმოჩნდა. აქამდე ილია ზუროსის ნაკრები რეიტნგში 35-ე ადგილზე იყო, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრებისა და ევრობასკეტის შემდეგ 3 საფეხურით წინ წაიწიეს და ამჟამად 32-ე ადგილზე არიან. რაც საქართველოსთვის ისტორიული შედეგია. რაც შეეხება ევროპის კონტინენტს ჩვენი ნაკრები მეთვრამეტე ადგილზეა.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე მხოლოდ ერთი შეხვედრის მოგება შეძლო და არც თუ ისე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა, როგორც ჩანს ეს ყველაფერი არ აღმოჩნდა გადამწვეტი.
რეიტინგის სათავეში კვლავ აშშ იმყოფება (760.7). ასევე უცვლელია მეორე და მესამე ადგილოსნები, რომელსაც ესპანეთი (758.9) და ავსტრალია (741.1) იყოფენ. თუმცა ათეულში არის ცვლილებები. სლოვენიის ნაკრები 2 საფეხურით დაქვეითდა და მე7 ადგილზეა. ხოლო არგენტინამ 3 ადგილით წაიწია წინ და ახლა ისინი მეოთხე პოზიციაზე არიან.