ქართველი მსახიობი, ნანა სტამბოლიშვილი, თურქულ სერიალში „სხვისი შვილი“ მთავარ როლს შეასრულებს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს და თაყვანისმცემლებს მხრადაჭერისთვის მადლობას უხდის.
„უკვე ოფიციალურად შემიძლია დაგიდასტუროთ ეს ინფორმაცია... უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, ვინც მგულშემატკივრობთ... თქვენი გვერდით დგომა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია... პირველ რიგში, ჩემი ქართველები მაძლევთ სტიმულს და ძალას... ვეცდები, ღირსეულად გავართვა თავი და წარმოვაჩინო ჩემი ქვეყანა და ქართველები ისე, როგორც ჩვენ გვეკადრება. უამრავი წერილი შემომდის... გაზიარებაზე მონიშვნა, კომენტარი დროის სიმცირის გამო ვერ ვახერხებ ყველას წაკითხვას და პასუხის გაცემას... მაგრამ ჩემი ოჯახის წევრები მიყვებიან და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასე გაგახარეთ. უფალი ჩვენკენ“, - წერს მსახიობი.