თეა წულუკიანი მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე ნაწილობრივ ალაპარაკდა. სპორტისა და კულტურის ქალი მინისტრი ზოგიერთ სპორტული ფედერაციის მამაკაც ხელმძღვანელს ფაქტობრივად, ძალადობაში ადანაშაულებს. მმართველ პარტიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მინისტრად აღიარებული წულუკიანის ამ სკანდალურ განცხადებას პირველი გამოხმაურება ოპოზიციონერი ქალების მხრიდან მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტმა ქალმა დეპუტატებმა საპირისპირო ბანაკის წარმომადგენელს სოლიდარობა გამოუცხადეს და სიმართლის ბოლომდე თქმისკენ მოუწოდეს.