უკრაინელებმა სოფელი იაცკოვკა გაათავისუფლეს და ბახმუტის სამხრეთით პოზიციები გაიუმჯობესეს - Palitra News

უკრაინელებმა სოფელი იაცკოვკა გაათავისუფლეს და ბახმუტის სამხრეთით პოზიციები გაიუმჯობესეს

2022-09-23 17:56:01+04:00

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში სოფელი იაცკოვკა გაათავისუფლეს და ბახმუტის სამხრეთით პოზიციები გაიუმჯობესეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილეზე, ალექსეი გრომოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„შტურმის შედეგად თავდაცვის ძალების ნაწილებმა კონტროლი დაამყარეს იაცკოვკას დასახლებაზე“, - განაცხადა გრომოვმა.

გარდა ამისა, მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტის მიმართულებით თავდაცვით ბრძოლებს განაგრძობენ და ტაქტიკურ პოზიციას აუმჯობესებენ.

„თავდაცვითი ბრძოლების პარალელურად, ჩვენი ჯარები აუმჯობესებენ ტაქტიკურ პოზიციას. ამრიგად, ერთ-ერთი მექანიზებული ბრიგადის ქვედანაყოფების დროული გადაჯგუფებისა და ბრძოლის მაღალი ხარისხით ორგანიზების წყალობით, ჩვენ მოვახერხეთ ადრე დაკარგული პოზიციის აღდგენა და ბახმუტის სამხრეთით მდებარე ტერიტორიაზე პოზიციების კონტროლის უზრუნველყოფა“, - აღნიშნა ალექსეი გრომოვმა.