ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის განცხადებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ „ყველა ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს“. ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua ავრცელებს.
ვან იმ კულებას ასევე განუცხადა, რომ ყველა მცდელობა, რომელიც ხელს უწყობს უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, მხარდაჭერილი უნდა იყოს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი ყოველთვის მშვიდობის მომხრეა.