34 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე სექტემბრის სუპერტურნირზე მორიგი მარცხი განიცადა და ურთულესი მისიის წინაშე დგას. აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინი დღეს დასავლეთის მე-12 მაეგაშირა რიუდენს დაუპირისპირდა და იორიკირით წააგო. ორთაბრძოლა მხოლოდ რამდენიმე წამს გაგრძელდა, რის შემდეგაც 31 წლის იაპონელმა სეკიტორმა სასურველი ჩავლება აიღო და ქართველი დოჰიოს მიღმა გაიყვანა. შედეგად, ტოჩინოშინს 4 მოგების წილ 7 მარცხი მოუგროვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას აკი ბაშოზე წაგების უფლება აღარ აქვს. იმისთვის, რომ გორგოძემ ტოკიოში დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში) დააფიქსიროს, დარჩენილი ოთხივე შეხვედრა უნდა მოიგოს.