პალიტრანიუსი 2022 წლის სექტემბრიდან რაგბის კლუბ „ლელოს“ მედია პარტნიორი ხდება. „ლელო“ საქართველოს სარაგბო ოჯახის ერთ-ერთი ფლაგმანია და უკვე 55 წელია ქართულ რაგბს ემსახურება. ეს შეთანხმება კი პალიტრა ნიუს შესაძლებლობას აძლევს უფრო აქტიურად გააშუქოს და გააცნოს მაყურებელს „ლელო“ და ამის გარდა, რაგბის შიდა ჩემპიონატი - „დიდი 10“. აღსანიშნავია, რომ მედია პარტნიორობის შეთანხმებით უამრავი ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელსაც დროთა განმავლობაში პალიტრა ნიუსის მაყურებელი თავად იხილავს.
ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" დირექტორი ლევან ტაბატაძე კი სატელევიზიო სივრცეში ისტორიაში ერთ-ერთ პირველ მედია პარტნიორობას უსვავს ხაზს და სხებსაც მოუწოდებს აქტიურობისკენ.