ქუთაისში წარმატებული სპეცოპერაციის შემდეგ, ინტერნეტი ხუმრობის ხასიათზე დააყენა ერთ-ერთი მძევალის ფრაზებმა, რომელიც "ლევანიეს" სახელით გაიცნეს. დღის ბოლოს მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მათზე ნერვიულობდა.
"მადლობა ყველას, ვისაც გულით გინდოდა ჩვენი მშვიდობიანად დაბრუნება" - წერს მძევალი და ბანკში გადაღებულ "სელფსაც" აქვეყნებს.