გერმანიის მთავრობამ ქვეყანაში მდებარე რუსული „როსნეფტის“ აქტივების კონფისკაცია მოახდინა. ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის სამინისტროს განცხადებაში წერია, რასაც რუსული Forbes-ი ავრცელებს.
მასში ნათქვამია, რომ მთავრობამ, ენერგეტიკული უსაფრთხოების კანონის საფუძველზე, კომპანიები, Rosneft Deutschland GmbH და RN Refining & Marketing GmbH ფედერალური ქსელის სააგენტოს ნდობის მენეჯმენტს გადასცა. ამგვარად, ფედერალური ქსელის სააგენტო Rosneft Deutschland-ს, ასევე, სამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, ქალაქ შვედტის PCK-ში, კარლსრუეს MiRo-სა და ფობურგის Bayernoil-ში შესაბამის წილებს აკონტროლებს.
„როსნეფტის“ ვიცე-პრეზიდენტმა და პრესმდივანმა, მიხაილ ლეონტიევმა Forbes-ს განუცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კომპანიის ოფიციალური განცხადება მალე გამოქვეყნდება.