საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაცით, ირაკლი ღარიბაშვილი, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრება, რის შემდეგაც გენერალური დებატების მონაწილეებს მიმართავს. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს”