შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ფოთში შემოვიდა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი – CALLIOPE, რომელიც დატვირთული იყო ტრანზიტული ტვირთით.
უწყების ცნობით, გემზე და გემის მფლობელ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. საბაჟო კონტროლის პროცედურების დასრულების შემდეგ, ტვირთი დაიცალა და კანონმდებლობის შესაბამისად, მოექცა ტრანზიტის პროცედურაში.
"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ტვირთი ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.