ივლისში, აჭარის რეგიონში, ტურიზმიდან შემოსავალმა რეკორდულ ნიშნულს 476 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს კი 20%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. აგვისტოში, ბათუმის აეროპორტში 384 საერთაშორისო რეისი 12 ქვეყნიდან განხორციელდა.
ამასთან, წელს, რეგიონში 5 ახალი ავიაკომპანია შემოვიდა. აჭარაში ტურიზმის აღდგენის სწრაფი დინამიკის პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა სასტუმროების და კერძო ბინების დატვირთულობა.
გაზრდილია გასაქირავებელი ბინების რაოდენობაც. ამას მოწმობს airbnb-ის მონაცემებიც. მხოლოდ ივლისის თვეში, ბაზარზე არსებული გასაქირავებელი ობიექტების რაოდენობა 1300-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ამასთან ცნობილი ხდება, რომ 2023 წელს, აჭარაში ტურიზმის განსავითარებლად 14 მილიონამდე დაიხარჯება.
ზაფხულის შეჯამებით და სამომავლო გეგმებით "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე.