ავტოსაგზაო შემთხვევა ხაშურში მსხვერპლით დასრულდა - 65 წლამდე ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა - Palitra News

ავტოსაგზაო შემთხვევა ხაშურში მსხვერპლით დასრულდა - 65 წლამდე ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა

2022-09-16 10:50:25+04:00

ხაშურში ავტომობილი აქვეითს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, 65 წლამდე მამაკაცი მიღებული ტრამვების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.