გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტები, საერთაშორისო ექსპერტთან ერთად, მეწყერსაშიშ ტერიტორიებზე საველე კვლევებს ახორციელებენ.
კვლევების შედეგების საფუძველზე, საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, 11 შერჩეულ არეალში თანამედროვე მონიტორინგის სისტემები დამონტაჟდება.