სომხური მედიის ინფორმაციით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებული შტაბის ოპერატიული ჯგუფი, სადამკვირვებლო მისიის განხორციელების მიზნით, სომხეთში ჩავიდა.
ჯგუფს გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი ანატოლი სიდოროვი ხელმძღვანელობს, რომელიც სომხეთში ჩასვლის დღესვე თავდაცვის მინისტრს, სურენ პაპიკიანს შეხვდა.
სამუშაო ჯგუფი უახლოეს დღეებში სომხეთის შეიარაღებული ძალების მთავარ შტაბსა და სამხედრო ოპერაციების რაიონებში შესაბამის სამუშაოებს განახორციელებს.