2022 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 334.3 მლნ აშშ დოლარი ანუ 927.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 63.1%-ით ანუ 129.4 მლნ აშშ დოლარით მეტია. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2022 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 29.5 მლნ აშშ დოლარი ანუ 81.9 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2021 წლის აგვისტოს მაჩვენებელთან შედარებით 7.6%-ით მეტია.