ქართულმა ოცნებამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტის სამუშაო ვარიანტი მოამზადა, რომელიც დღეს სამუშაო ჯგუფის წევრებს გააცნეს. პროექტში უკვე ასახულია არჩევნებზე ელექტრონული საშუალებების გამოყენების ინიაციტივა, რაც თავის მხრივ ამომრჩეველთა რეგისტრაციის, ხმის მიცემის, დათვლისა და შეჯამების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს. ქართული ოცნების საკანონმდებლო ინიციატივა ისეთ საკითხებსაც მოიცავს, როგორიცაა კომისიის წევრთა სერთიფიცირება და შესაბამისი ბაზების შექმნა. პროცესს კვლავ ბოიკოტს უცხადებენ ნაციონალური მოძრაობის, პარტია ლელოსა და სტრატეგია აღმაშენებლის წევრები.