სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 2022 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 20 195 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 26 681 ადამიანი.
მათივე ცნობით, 2022 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება ანუ სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის -6 486 (მინუს) კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაფიქსირდა (480).
ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წლის პირველ 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 11 376 და განქორწინების 6 629 შემთხვევა.