ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე იმსჯელეს. სახელმწიფო უწყებების იმ წარმომადგენლებმა, რომელთა კომპეტენციას ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს, საკუთარი ხედვები და წინადადებები წარმოადგინეს. ევროკავშირის მე-6 პუნქტის შესრულების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების ნაწილის წარმომადგენლები შედიან.