სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, არმენ გრიგორიანი აცხადებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობის წყალობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია. კითხვაზე ნიშნავს თუ არა ეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, გრიგორიანმა უპასუხა: „ბუნებრივია, შეთანხმების გარეშე ცეცხლის შეწყვეტა შეუძლებელი იქნებოდა“.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებმა ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე ბაქოსა და ერევანს შორის ცეცხლის სწრაფად შეწყვეტის აუცილებლობაზე ისაუბრეს და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.