2022 წლის იანვარ-აგვისტოში ეროვნულმა ბანკმა 2 719 777 ლარით 9 კომერციული ბანკი დააჯარიმა. დარღვევების სრულმა რაოდენობამ კი 8 თვეში 23 შეადგინა - ამის შესახებ ეროვნულ ბანკში ,,ბიზნესპრესნიუსს" განუცხადეს.
ამასთან, სებ-ის ცნობით, 199 500 ლარით დაჯარიმდა 15 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. რაც შეეხება სესხის გამცემ სუბიექტებს, 67 სუბიექტი დაჯარიმდა. საჯარიმო სანქციის მოცულობამ კი, 200 000 ლარი შეადგინა.
,,ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, რა დარღვევებისთვის დაჯარიმდნენ კომერციული ბანკები და სესხის გამცემი სუბიექტები, თუმცა სებ-ში ამბობენ, რომ მეტი კონკრეტიკის შესაძლებლობას სებ-ი მოკლებულია.
ჯარიმების საფუძველს წარმოადგენდა მოქმედი რეგულაციებით, წესებით, დებულებებით და წერილობითი მითითებებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობა/დარღვევა.