დღევანდელი თბილისის მთავრობის სხდომა დედაქალაქის მერმა იმ პროგრამით დაიწყო, რომელიც კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილებას ითვალისწინებდა. როგორც ირკვევა, პროექტის ფარგლებში 27 ოჯახს საცხოვრებელი ფართი გადაეცა.
რეკრეაციული სივრცეებისა და დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე საუბრისას, კახა კალაძე განმარტავს, რომ ბოლო წლებში მერიის მიერ განხორციელებულმა პროექტებმა - მათ შორის მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებამ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო.