ყურის ტკივილი ხშირად ევსტაქის მილის დახშობითაა განპირობებული, რაც ალერგიამ, გაციებამ ან ცხვირ-ხახაში ადენოიდურმა წანაზარდებმა შეიძლება გამოიწვიოს. ამას მოჰყვება შუა ყურში ვენტილაციის მოშლა, რის შედეგადაც ხორციელდება იქ მყოფი ჟანგბადის აბსორბცია. ყურის ტკივილები შესაძლოა, გამოიწვიოს ინფექციებმაც.
ზოგჯერ ყურის ტკივილს ყურში გოგირდის ან რაიმე მცირე ზომის ნივთის გაჭედვა იწვევს. ასეთ დროს ნუ ეცდებით, თვითონ გაითავისუფლოთ ყური, რადგან ამან შესაძლოა, მისი უფრო ღრმად შეწევა და დაფის აპკის დაზიანება გამოიწვიოს.