"ლელოს" მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გამოთქმული ინიციატივა ალუდა ღუდუშაურისთვის პოლიტიკური შოუსთვის შექმნილი სივრცე აღმოჩდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრს მიაჩნია, რომ კომისიის შექმნით ხელისუფლების ოპონენტები საკუთარი რეიტინგის აწევას ცდილობენ.
პარტია “საქართველოსთვის” იმ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიათაგანია, რომელიც ლელოს ინიციატივას მხარს უჭერს, თუმცა “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის აზრით, საგამოძიებო კომისიის შექმნა მორიგი არასერიოზული ნაბიჯია და ის ჯერ-ჯერობით საჭიროდ არ თვლის ამ ინიციატივას მხარი დაუჭიროს.
თავად პარტია “ლელო” საგამოძიებო კომისიის შექმნას განიხილავს, როგორც სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან კითხვებზე საპასუხო ეროვნული შინაარსის მატარებელ ინიციატივას