ვენეციაში რიგით 79-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა. დაჯილდოების ტრიუმფატორი ამერიკელი რეჟისორის, ლაურა პოტრასის დოკუმენტური ფილმი All the Beauty and the Bloodshed გახდა რომელსაც მთავარი ჯილდო ოქროს ლომი გადაეცა. ქეით ბლანშეტი კი საუკეთესო მსახიობ ქალად დაასახელეს ფილმ ტარ-ში შესრულებული როლისათვის.