დღეს, მთელი დღის განმავლობაში, ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ოგრანოში, ოპოზიციური პარტიების ნაწილი მესამე სექტორთან ბოლო კონსულტაციებს მართავს. დახურულ კარს მიღმა დეპუტატების მსჯელობის მთავარ თემას მედიისა და სასამართლო სისტემების დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება წარმოადგენს. უკვე გაიჟღერა მედიამენეჯერების ამნისტიის საკითხმაც.