სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობა მატულობს. ბოლო ინფორმაციით, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გამოცხადდა. თუმცა, ჯერჯერობით არაფერს ამბობს ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტრო. ფაშინიანმა აპალამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ აზერბაიჯანთან საზღვარზე სულ მცირე 49 ადამიანი გარდაიცვალა.