ირაკლი კობახიძე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ ვითარებას აფასებს. მმართველი პარტიის თავმჯდომარე, რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველო სიტუაციის დეესკალაციის მიმართლებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, სომხეთი-აზერბაიჯანის კონფლიქტი კობახიძისთვის კიდევ უფრო მგრძნობიარეა. ორ ქვეყანას შორის მიმდინარე კონფლიქტს ოპოზიციის ნაწილიც ეხმაურება.