ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სომხეთ-აზერბაიჯანის ვითარებასა და საქართველოს პოზიციაზე წერს.
"აქ რამდენიმე პოსტი შემხვდა საყვედურით სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში ნეიტრალიტეტს რატომ იჭერთ, სომხეთი მსხვერპლიაო.
1) კონკრეტულ ამ შეტაკებაზე არ ვამბობ (რადგან ის სომხეთის საზღვართან ხდება და არა ყარაბაღში), მაგრამ ზოგადად აზერბაიჯანი იბრძვის იმ ტერიტორიის დასაბრუნებლად, რაც თავის დროზე წაართვეს რუსეთის დახმარებით, როგორც ჩვენ წაგვართვეს აფხაზეთი და ოსეთი (არამგონია აზერბაიჯანის მიზანი მთელი სომხეთის დაპყრობა იყოს) და შესაბამისად ჩვენ და აზერბაიჯანი პოლიტიკურად ერთ სიტუაციაში ვართ. ამიტომ სომხეთის მსხვერპლად გამოცხადება იგივეა, ხვალ უკრიანა ყირიმში რომ შეიჭრას და ჩვენ დავწეროთ, რუსეთი მსხვერპლიაო;2) სომხეთი არის რეგიონში ჩვენი მტრის, რუსეთის მთავარი მოკავშირე. როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენ ვიყოთ მტრის მოკავშირის მხარეს?
ამიტომ, რაც უნდა გვიყვარდეს სომხები და სომეხი ერი, ამ ომში მათ ვერ ვუგულშემატკივრებთ და ეს უნდა ესმოდეთ ჩვენს სომეხ თანამემამულეებს. მაქსიმუმ შეიძლება ვუგულშემატჯივროთ მშვიდობას," - წერს მერაბ მეტრეველი.