ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ფაროსანას საწინააღმდეგოდ თერმული ნისლით წამლობა მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ხუთ ადმინისტრაციულ ერთეულში მობილიზებულია 40-მდე სპეცტექნიკა. შეწამვლითი სამუშაოები უსაფრთხოების წესების დაცვით, ღამის საათებში ტარდება.
ღონისძიებებში ჩართულია ადგილობრივი ხელისუფლება.