საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი არასამთავრობო სექტორთან მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით შემაჯამებელ სამუშაო შეხვედრას მართავს. როგორც ოპოზიციონერები მედიასთან აცხადებენ, რეფორმა უნდა მოიცავდეს იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების, ასევე მოსამართლეების და სასამართლოს თავმჯდომარეების როლს, მოსამართლეთა შერჩევა- დანიშვნას, დისციპლინირებას და ა.შ.
ანა ნაცვლიშვილის თქმით, ყველა მნიშვნელოვან კარიერულ ეტაპზე, რაც მოსამართლემ უნდა გაიაროს, ის მოწყვლადია გავლენიანი ჯგუფის მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეა მოწყვლადი. მისივე განცხადებით, თუკი კონკრეტული მოქალაქის საქმით ვინმე დაინტერესდება, საქმის განმხილველ მოსამართლეზე ზემოქმედების 10- ზე მეტი ბერკეტი აქვს სისტემას და მნიშვნელოვანია მას ეს ბერკეტები გამოეცალოს.