პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სომხეთ-აზერბაიჯანის ვითარებაზე წერს და ამბობს, რომ თუ "კაცობრიობის ისტორიის აქსიომაა - თუ არ გინდა თავს დაგესხან, ომისთვის მზად უნდა იყო!" და იმ პუნქტებზე წერს, რომელიც მისი აზრით საქართველომ უნდა გაითვალისწინო.
"წუხელ სერიოზული ბრძლა იყო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. უკრაინაში ნახევარი წელია ომია. ჩვენ დაგვიღია პირი და "აბა ომი გინდა"-ს გავიძახით. არადა კაცობრიობის ისტორიის აქსიომაა - თუ არ გინდა თავს დაგესხან, ომისთვის მზად უნდა იყო!
1. საქართველომ უნდა გააორმაგოს სამხედრო ბიუჯეტი2. გვჭირდება ახალი, ეფექტური შეიარაღება. ნაწილი უნდა ვიყიდოთ, ნაწილის წარმოება ოდესმე დავიწყოთ3. უნდა შევქმნათ ეფექტური ტერიტორიული თავდაცვის ძალები ყველა ქალაქსა და რეგიონში4. უნდა აღდგეს გაწვევა - ყველა ახალგაზრდამ უნდა გაიაროს სამხედრო სამსახური! ვაზუსტებ არა ყარაულად სადღაც, არამედ ჯარში უნდა გაიაროს საბრძოლო მომზადების რამდენიმეთვიანი კურსი5. იარაღის კანონი უნდა გადაიხედოს და გამარტივდეს. უნდა დავუბრუნოთ რუსების მიერ წართმეული იარაღის ფლობის და შენახვის კულტურა. უნდა მოეწყოს სასროლეთები ყველგან სადაც შესაძლებელიაეს ყველაფერი მოგვცემს ეროვნული წინააღმდეგობის კომპლექსურ შესაძლებლობას და მტერს ჩვენზე თავდასხმას გადააფიქრებინებს! სხვა შემთხვევაში დავაღოთ პირი და ვატრიალოთ სუფრაზე ყანწები", - წერს ალეკო ელისაშვილი