ირპენში ქართველი მებრძოლების სახელობის ქუჩა გაიხსნება.
როგორც ქართველი სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს, საკითხზე ირპენის მერიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.
„ირპენის მერია დაგვთანხმდა! ქალაქში ქართველი მებრძოლების სახელობის ქუჩა გაჩნდება და ამ ქუჩაზე ჩვენ კოხტა მემორიალურ სკვერს მოვაწყობთ“, - წერს მაქარაშვილი.
მისივე თქმით, პროექტი „მალე გამზადდება“.