ჩარლზ მესამე მეუღლესთან ერთად შოტლანდიის პარლამენტის სესიას გაერთიანებული სამეფოს მეფის სტატუსით პირველად დაესწრო.
სესიის დროს დედოფალ ელისაბედ მეორეს ხსოვნას პატივი მიაგეს. ჩარლზ მესამეს ტრადიციული შოტლანდიური სამოსი ეცვა. შოტლანდიის პირველმა მინისტრმა მეფეს შოტლანდიელების სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა.
შემდეგ ბრიტანეთის მეფემ ედინბურგის საკათედრო ტაძარში დედოფლისთვის პატივის მისაგებად გამართულ მემორიალურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ცერემონიას, მასთან ერთად, მისი და - პრინცესა ანა და ძმები – პრინცი ენდრიუ და პრინცი ედვარდი ესწრებოდნენ.
დღეს, ელისაბედ მეორეს ცხედარს ლონდონში გადაასვენებენ. საბოლოოდ კი დედოფალს, ვესტ- მინსტერის სააბატოში 19 სექტემბერს დაკრძალავენ.