ახლახან კარლოს ალკარასმა ამერიკის ღია პირველობის თასი აღმართა. 19 წლის სპორტსმენისთვის ეს პირველი მოგებული დიდი სლემია. ესპანელი ვარსკვლავი პირველი თინეიჯერი გახდა, რომელიც რეიტინგის სათავეში მოექცა.
შეგახსენებთ, ალკარასმა ორშაბათს გამთენიისას ფინალში ნორვეგიელი კასპერ რუუდი დაამარცხა.
აქამდე ყველაზე ახალგაზრდა პირველი ჩოგანი მამაკაც ჩოგბურთელებში ავსტრალიელი ლეიტონ ჰიუიტი გახლდათ, რომელიც რეიტინგის პირველი ნომერი 20 წლის და 9 თვის ასაკში გახდა.
ამას გარდა, ალკარასი პიტ სამპრასის შემდეგ მეორე თინეიჯერი გახდა, რომელმაც ამერიკის ღია პირველობა მოიგო. ესპანელი ჩოგბურთელი დიდი სლემის ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულია რაფაელ ნადალის 2005 წლის პარიზული ტრიუმფის შემდეგ.