რუსთავს მოქალაქეთა მომსახურების ახალი ცენტრი ექნება. მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროექტი, რომელიც მოქალაქეთა მომსახურების ახალი ცენტრის მშენებლობას ითვალისწინებს, უკვე აქტიურ ფაზაშია.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 430 კვადრატული მეტრი ფართობის ერთსართულიანი შენობა, მეგობრობის გამზირზე შენდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ, რუსთავის მერიის მუნიციპალური სერვისების მიღებას მოქალაქეები ახალი სერვისცენტრიდან შეძლებენ.